ახალი ამბები
გორში რონდელის ფონდი ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის შესახებ 5-დღიან შეხვედრას გამართავს
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს შერჩევას ტრენინგზე- ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე - მონაწილეობის მისაღებად.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შეხვედრის ორგანიზატორებმა აცნობეს. პროგრამას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, USAID / ”მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.

ჟურნალისტებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფისთვის 5-დღიანი ტრენინგი ქ. გორში 18-22 დეკემბერს გაიმართება.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ადგილობრივ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესკლიმატის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მარეგულირებელი გარემოს და სხვა რელევანტურ საკითხებზე, ასევე, DCFTA-ისთან დაკავშირებულ სფეროებში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული და სხვა სახის გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.

შერჩევის პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი 2017, 18:00 სთ. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების ზრდაში, რომ შეძლონ DCFTA-ის განხორციელების პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მონიტორინგი; ჟურნალისტებს - DCFTA-ის თემებზე მუშაობაში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას -გაიღრმავოს ცოდნა და უნარ-ჩვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის შესრულების მონიტორინგის, გავრცელების, მხარდაჭერისა და მონაწილეობის პროცესში ჩასართავად.

ტრენინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: · თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელები;  ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA ზოგადი მიმოხილვა;  DCFTA: სატარიფო შეზღუდვები - წესები და წარმოშობა;  ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT);  სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები;  DCFTA: კონკურენცია; DCFTA: მდგრადი განვითარება; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;  ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში;  მომსახურებით ვაჭრობა;  ელექტრონული კომერცია;  ბიზნესის დაფუძნება და ოპერირება; · სატრანსპორტო მომსახურება;  სახელმწიფო შესყიდვები;  DCFTA-ის შესრულების კოორდინირება
Print

სტატიის გამოყენების პირობები