ახალი ამბები
გორის დემოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულებს პრეზიდენტის წარმომადგენელი შეხვდა
დღეს, გორის დემოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი აბაშიშვილი შეხვდა.

მან, საქართველოში, დემოკრატიული პროცესებისა და მისი განვითარების შემაფერხებელ გარემოებებზე ისაუბრა. გიორგი აბაშიშვილმა ყურადღება ეროვნული უშიშროების საბჭოს როლზე გაამახვილა, რომლის არსებობა მმართველი პარტიის, ,,ქართლი ოცნების" წარმომადგენლებს მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

სკოლის კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ უშიშროების საბჭო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინსტიტუციას წარმოადგენს, ხოლო ,,ქართული ოცნების" პოლიტიკა, სწორედ, ასეთი ინსტიტუტების დაკნინებას და გაუქმებას ისახავს მიზნად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები