ახალი ამბები
გორის თეატრში პრემიერაა - ,,სუფთა ოჯახურ საკითხში" 11 მსახიობია ჩართული
ექიმი, რომელსაც ჰყავს მეუღლე, საყვარელი, შვილები, პაციენტები, მეგობრები და ა.შ. კონფერენციაზე გასასვლელად ამაოდ ემზადება. მოულოდნელად, უამრავი თავსატეხი გაუჩნდება, რომლის მოგვარებასაც ვერ ახერხებს.

რეი კუნის ,,სუფთა ოჯახური საკითხის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ლესი"  რეჟისორმა ანუკი ხიდაშელმა, სპეციალურად, გორის თეატრის მსახიობებისთვის დადგა. მისი პრემიერა, გუშინ, პირველ დეკემბერს შედგა. კომედიური ჟანრის სპექტაკლში გორის თეატრის 11 მსახიობი მონაწილეობს.

პრემიერა 2 და 3 დეკემბერსაც გრძელდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები