ახალი ამბები
ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე შიდა ქართლში 27 რეალიზატორი დააჯარიმეს

 

,,საანგარიშო პერიოდში ხორცპროდუქტების, სასმელი წყლის  და სხვა მყარი პროდუქტებიდან 71 ნიმუში ავიღეთ. კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის ფაქტი 57 ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა. განადგურებულია 663 კგ მყარი და 20 ლიტრი თხევადი სურსათი." - აღნიშნა პაატა თარაშვილმა.

 

მყარ პროდუქტებში ძირითადად ხორცეული სურსათი შედის, ხოლო თხევადში წყალი და წვენები. ბიზნესოპერატორი, ეს არის პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან.

 

 სააგენტომ ,,სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 64-ე მუხლის საფუძველზე 6 ჯარიმა გამოწერა. რაც იმას ნიშნავს, რომ დაჯარიმებული პირები სურსათის რეალიზაციას ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 300 ლარია.

 

3 ფაქტი, მითითებების, ვალდებულებებისა და გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, გამოვლინდა.

 

სურსათის ან ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის კი 3 რეალიზატორი დაჯარიმდა.

 

რაც შეეხება ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციას, ამ მუხლით რეგიონულმა სამმართველომ 27 პირი დააჯარიმა.

 

ფოტოზე: პაატა თარაშვილი

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები