ახალი ამბები
მძიმე ავადმყოფი, რომელიც ონკოლოგიურში არ გადაიყვანეს, გარდაიცვალა
მძიმე ავადმყოფი, 62-წლის ასაკის ლეილა ისმაილოვა დღეს 3 დეკემბერს კასპის კლინიკაში გარდაიცვალა. ის ხვალ, 4 დეკემბერს, ონკოლოგიურ საავამდყოფოში უნდა მოეთავსებინათ, რასაც ისმაილოვას ახლობლები, ჯერ კიდევ, 1 დეკემბერს ითხოვდნენ.

მძიმე ავადმყოფი, უპასპორტობის გამო, კატასტროფის ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისში ონკოლოგიურ საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. 

იმის გამო, რომ ლეილა ისმაილოვას შემფარებლებს 600 ლარი არ ჰქონდათ, კატასტროფის ცენტრმა პაციენტი 1 დეკემბერსი ღამეს პალიატალურ პალატაში მოსათავსებლად მაინც არ გადაიყვანა. პაციენტი კასპის ,,მედალფას" კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დატოვეს, სადაც ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის საჭირო აპარატურა არ აქვთ.

ყარაბაღიდან დევნილი ლეილა ისმაილოვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ნორზალოვების ოჯახს ჰყავდა შეფარებული. ელისო ნორზალოვის თქმით, უპასპორტობის გამო, პაციენტი საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არ ჩართეს.



იხ. ამავე თემაზე:

,,თუ ფული არა გაქვთ, ვერ გადავიყვანთ კლინიკაში" - კატასტროფის ცენტრის პასუხი უპასპორტო პაციენტის ახლობლებს

კასპიდან პაციენტი უპასპორტობის გამო კატასტროფის ცენტრმა ონკოლოგიურში არ გადაიყვანა


Print

სტატიის გამოყენების პირობები