ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ ბანკომატში გასაღები გაიჭედა
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ,,თიბისი" ბანკის ბანკომატთან პოლიცია იყო მობილიზებული.

შს სამმართველოს თანამშრომლები ბანკომატის ფულის მიმღებ ჭრილიდან გასაღების ამოსაღებად გამოიძახეს.

მოქალაქემ განაცხადა, რომ თანხის ჩაგდების დროს, შიგ გასაღებიც ჩავარდა.

,,ფული ჩავაგდე, მაგრამ არ აჩვენა. მეგონა არ ჩავარდა და გასაღებით მივაშველე". - უთხრა პოლიციელებს.

სამართალდამცველებმა აპარატის მფლობელებს საქმის ვითარება აცნობეს და დალუქვა სთხოვეს, იმ მიზნით, რომ შესაძლოა, აპარატმა სხვა მოქალაქის თანხის მიღებაც არ დააფიქსიროს.

ბანკომატი ფარმადეპოს აფთიაქთან მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები