ახალი ამბები
,,21-ე საუკუნის" ბაზრის ჯიხურებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
გვიან ღამით, გორის აგრარულ ბაზარში გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

სამართალდამცველებმა ,,21-ე საუკუნის" ბაზრის ხელმძღვანელობა დაიბარეს და ჯიხურები დაათვალიერებინეს.

,,არაფერი უთქვამთ, რას ეძებთ-მეთქი და ესე მითხრეს, არ არის შენი საქმეო" - განუცხადეს პოლიციელებმა ბაზრის დარაჯებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ის სახლიდან გვიან ღამით წაიყვანეს და, უბრალოდ, ჩხრეკისას თანდასწრება სთხოვეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიცია ნაძარცვ ნივთებს ეძებდა, რომელიც შესაძლოა კონკრეტულ პიროვნებას ბაზარში ჰქონოდა დამალული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები