ახალი ამბები
ბაზრის ჯიხურებში წუხანდელი ჩხრეკა ,,სლოტ-კლუბის" დაყაჩაღებას უკავშირდება
წუხელ, გვიან ღამით, გორის ბაზრის ტერიტორიაზე ჩატარებული, სავაჭრო ჯიხურების ჩხრეკა ავტოსადგურთან მდებარე სლოტ-კლუბის დაყაჩაღებას უკავშირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, ქალაქ გორში სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, 1650 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ნ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - შავი ფერის 2 სანთებელა-პისტოლეტი.

თანამზრახველის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. მათ, სწორედ, სავაჭრო ჯიხურებში ეძებდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
Print

სტატიის გამოყენების პირობები