ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლის მოსწავლეებმა N51 საჯარო სკოლის დაღუპულ მოსწავლეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
დღეს, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თბილისის N51 საჯარო სკოლის დაღუპულ მოსწავლეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სკოლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაუშვეს. სოლიდარობის აქციის წარმომადგენლებმა დაღუპულთა ოჯახებს,  ახლობლებსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

,,ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა" - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი მოსწავლე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის, მშობელი.







Print

სტატიის გამოყენების პირობები