ახალი ამბები
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. დაკავების კადრები უკრაინულმა მედიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.

დილიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობდა. სააკაშვილი სახურავზე ავიდა, აქტივისტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და პოლიციას კი, მისი სახლის დატოვება მოსთხოვა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე.

აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები