ახალი ამბები
ადგილობრივების ცნობით, კარალეთში 68-წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, 68-წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კარალეთიდან აცნობეს. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებული იმავე სოფლის მკვიდრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

მეზობლებმა გარდაცვლილი გუშინ საკუთარ სახლში იპოვეს. მათი თქმით, ის დანით მოკლეს.

ტელეკომპანია ,,იმედის" ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები