ახალი ამბები
ცხინვალის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცს სცემეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურე ალან ქელეხსაევი რამდენიმიმე ჯარისკაცმა ცემა. ამის შესახებ მისმა დედამ, ოლესია ყოჩიევმა განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა.

მან დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა და გამოძიების დაწყება მოსთხოვა. დაშავებული ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ იგი ცხინვალში არ იმყოფება და, შესაბამისად, მისი შვილის უსაფრთხოება დაცული არაა.

,,ჩემ შვილს ჯარისკაცებმა დუბინკებით სცემეს. ოპერაცია ჩაუტარდა, ჰემატომია დაუდგინდა. სცემეს მეთაურ გურამის ბრძანებით" - წერს სამხედრო მოსამსახურის დედა.

ცხინვალის მედია იუწყება, რომ ფაქტთან დაკავშირებით, დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური განცხადებას გაავრცელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები