ახალი ამბები
საბავშვო ბაღებს წყლის ხარისხს უმოწმებენ - დისკუსია საკრებულოში

 

საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს სასმელი წყლის ვარგისიანობის დამადასტურებელი, ლაბორატორიული შემოწმების და ანალიზის პასუხების გამზადება ევალებათ. იმის გამო, რომ სასმელი წყლის ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარება ფასიანია, ბევრ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას შესაბამისი სახსრები არ გააჩნია. გორის რაიონის საკრებულოს, კერძოდ, აგრარული კომისიის წევრები დამატებითი თანხების მოძიებაზე ფიქრს იწყებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისა და საკრებულოს წევრებს შორის საუბარი 2014 წლის 19 სექტემბერს შედგა.

 

საკრებულოს წევრს ქვახვრელის თემიდან ნიაზ ნიაზაშვილს აინტერესებს, სააგენტოს მიერ საბავშვო ბაღებში წყლის ხარისხის გეგმიური შემოწმების დროს, ევალება თუ არა საბავშვო ბაღს თანხის გაღება. პაატა თარაშვილი პასუხობს, რომ  საბავშვო ბაღს ხარჯების გაწევა ყველა შემთხვევაში ევალება.

 

,,ქალაქში ეს პრობლემა თითქმის მოგვარებულია. სოფლებში ამ მხრივ მდგომარეობა რთულია. თუ საბავშვო ბაღს ლაბორატორიული ანალიზის პასუხები არ ექნება, პირველ ჯერზე მხოლოდ რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის შესრულება სავალდებულოა" - ამბობს პაატა თარაშვილი. სოფლებში სასმელ წყალს, ძირითადად, ჭებიდან იღებენ.

 

საკრებულოს კომისიის სხდომაზე რაიონში სასმელი წყლის (ჭების, ჭაბურღულების და წყაროების) ვარგისიანობაზეც ისაუბრეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები