ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შშმ პირთა უფლებები გააცნეს
5 დეკემბერს,, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, არქეოლოგიისა და ისტორიის ცენტრში, ჩატარდება სემინარი თემაზე: „საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“ მომხსენებელმა, გიორგი ახმეტელმა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა და, ასევე, მსმენელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაკკეინის ინსტიტუტში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.

სემინარს სტუდენტები, ლექტორ მასწავლებლები, შშმ პირები და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ; ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, რომელიც წარმოადგენს შშმ პირთა მოძრაობას, რაც იმას ნიშნავს რომ მასში ჩართული ადამიანების უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

2010 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, სამთავრობო ორგანიზაციებთან და უწყებებთან. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ორგანიზაცია ლობირებს ახალი პროგრამების და სერვისების შექმნა–განვითარებას. ასევე, აქტიურად მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაზე.

ამისათვის ინტენსიურად ტარდება სემინარები და ტრეინინგები მოსამართლეებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ახალგაზრდებისთვის. ამ უკანასკნელ ჯგუფთან მუშაობა კი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ქვეყნის განვითარების საკითხში გადამწყვეტი როლი აკისრიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები