ახალი ამბები
გორის მე-4 სკოლის მოსწავლეებმა თბილისში მოკლული თანატოლების ხსოვნას პატივი მიაგეს
5 დეკემბერს, ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის N51 საჯარო სკოლის დაღუპულ მოსწავლეების ხსოვნას პატივი მიაგეს.

თეატრის ეზოში სანთლები აანთეს და გარდაცვლილებს ლექსები მიუძღვნეს.

,,არა ძალადობას! არა გულგრილობას!" - ასეთი იყო მოსწავლეების დევიზი. მათი აზრით, ტრაგედიას საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულგრილობამაც შეუწყო ხელი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი მოსწავლე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის, მშობელი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები