ახალი ამბები
გორის ყოფილი მერი მერიაში ახალ სამსახურს ელოდება
გორის ყოფილი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მერიაში ახალ სამსახურს ელოდება. ამის შესახებ ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, სიახლეს უახლოეს პერიოდში გავიგებთ. ,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რაღაც სიახლეები გვაქვს" - გვითხრა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ზურაბ ჯირკველიშვილი ქალაქის მერად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს და პოსტი 2017 წლის არჩევნებამდე შეინარჩუნა. 

61-წლის ზურაბ ჯირკველიშვილმა, ჯერ კიდევ 1978 წელს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი პოლიტექნიკურ ინტიტუტში დაამთავრა. 1996 წელს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიარა „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების“ კურსი.

1988-1990 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონსულტაციო ორგანიზაცია „ფინანსების“ გორის ფილიალის დირექტორი. 1990-1995 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კოოპერატორთა კავშირის გორის საწარმოო კომერციულ ცენტრს .

1995-1996 წლებში იყო შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე.

2012 წლიდან გორის მერობის კანდიდატად ოფიციალურ წარდგენამდე იყო შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ დირექტორი. ფლობს რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები