ახალი ამბები
გორისა და ვარშავის უნივერსიტეტების წარმომადგენლები სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე შეთანხმდნენ
დღეს, 6 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტს ეწვია ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრას რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა.

დელეგაციაში ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, იან მალიცკი; აღმოსავლეთ ევროპის კვლევების კავკასიის მიმართულების ცენტრის ხელმძღვანელი, გორის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ბატონი დავით ყოლბაია და ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტები შედიოდნენ, მუშაობენ კავკასიოლოგიის მიმართულებით მუშაობენ.

,,განიხილეს და მოკლედ შეაჯამეს გორის და ვარშავის უნივერსიტეტების ურთირეთობები აკადემიური და გაცვლითი პროგრამების კუთხით. ასევე, დაისახა კონკრეტული გეგმები საზაფხულო სკოლისა და ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის ტექნიკური აღჭურვის მიმართულებით." - აცხადებენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები