ახალი ამბები
ყირიმ-კონგო, თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი - გორის რაიონში

 

მიუხედავად ამ მონაცემებისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე პაატა თარაშვილი ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებს. კერები ჩამქრალია და პრევენციული ზომები გატარებულია. 

 

,,2014 წლის პირველ ნახევარში ჩატარდა თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის საგაზაფხულო ეტაპი. აიცრა 65 663 სული მსხვილფეხა და 32 757 სული წვრილფეხა პირუტყვი. პრევენციის მიზნით, სოფელ მეჯვრისხევში ჩატარდა ცხოველთა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამ ეტაპზე განხორციელდა 930 სული ცხოველის აცრა ჯილეხზე." - განაცხადა პაატა თარაშვილმა.

 

ჯილეხის შემთხვევა შიდა ქართლში 2006 წლიდან აღარ ,,გამოჩენილა". ტინისხიდსა და ხიდისთავში ბრუცელოზზე კარანტი გამოცხადდა და მასიური ვაქცინაცია განხორციელდა. რაც შეეხება ყირიმ-კონგოს ვირუსს,  გორის რაიონში ამ ვირუსის გამოჩენას სავალალო შედეგი არ მოჰყოლია.

 

იხ. უფრო ვრცლად თემის განხილვა:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები