ახალი ამბები
ერთაწმინდაში ცდილობენ სათბური გათბობის გარეშე ზამთარშიც ამუშავონ
გათბობის გარეშე სათბური მოსავალს წლის მხოლოდ მცირე, თბილ პედიოდში იძლევა. სოფელ ერთაწმინდაში კი, ბოსტნეული დეკემბერსაც, ყინვების დაწყებამდე, მოვიდა. გათბობის გარეშე, ადგილობრივები მუშაობას, ექსპერიმენტის სახით, კვლავ აგრძელებენ.

სოფელ ერთაწმინდაში კონსტანტინე ელისაბედაშვილმა ერთი სათბური, გათბობის გარეშე, 5 ათას ლარად გააკეთა. ამისათვის, დაფინანსება სახელმწიფოსგან მიიღო. მისი თქმით, მზიან ამინდში სათბური კარგად მუშაობს, სითბოს ინარჩუნებს და ბოსტნეულისთვის საუკეთესო პირობები იქმნება.

ამის მაგალითი იქ დღეს არსებული სიტუაცია. ყინვების დაწყებამდე ბოსტნეულმა გაიხარა და მწვანილის ,,აჭრა" გასაყიდად უკვე დაიწყეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, მეგობართან, თენგიზ გაბუნიასთან ერთად, დამატებით ერთი სათბური კიდევ გააკეთა. მომავალი წლიდან, ორივე ფერმერი მესამე სათბურის მშენებლობასაც დაიწყებს. ჯამურად, 30 ათას ლარამდე თანხა ეხარჯებათ.



თენგიზ გაბუნიას თქმით, სათბურში გათბობის სისტემის დამონტაჟებას, თანხის მთლიანი მოცულობის 60%-ზე მეტი მიაქვს. ,,ეს ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ, ამ ეტაპზე გათბობის გარეშე ვმუშაობთ." - ამბობს გაბუნია.

მეწარმეები ფიქრობენ, რომ მომავალი წლიდან, სახელმწიფოსგან დამატებითი სახსრები, სწორედ, გათბობის სისტემის დამონტაჟების მიზნით, მოითხოვონ. ,,თუ ამას შევძლებთ, სოფელში უკვე 20 ადამიანის დასაქმებას მოვახერხებთ" - აცხადებენ ისინი.

ერთაწმინდაში ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. ამიტომ, კოსტანტინე ელისაბედაშვილი და თენგიზ გაბუნია გათბობის სისტემას შეშაზე გაითვალისწინებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები