ახალი ამბები
ლამისყანაში უფასო სამედიცინო გამოკვლევებისას 15 ბავშვს ოპერაციის საჭიროება დაუდგინეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

ექიმები მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, იმყოფებოდნენ.

პარლამენტარის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ექიმება 300-მდე ბავშვი გამოიკვლიეს. ,,კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 15 მოზარდი სხვადასხვა სახის ოპერაციას საჭიროებს." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

სოფელ ლამისყანაში ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები ჩავიდნენ. ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად აქციას „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილიც ესწრებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები