ახალი ამბები
პედაგოგებმა მოზარდებში ძალადობის ზრდის მიზეზებზე ისაუბრეს
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში დასაქმებულმა მასწავლებლებმა ბოლო დროს გახმაურებული ფაქტები განიხილეს და მოზარდებთან მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე სკოლების წარმომადგენლებმა 3 ძირითადი საკითხი განიხილეს: სკოლა, ოჯახი და საზოგადოება - ეს ის ძირითადი ინსტიტუტებია, რომელიც, მათი აზრით, პიროვნების ჩამოყალიბებასა და მის სწორ გზაზე დაყენებას განაპირობებს.

დისკუსია არტ-კაფეში 2 საათს გაგრძელდა, შეხვედრის მონაწილე პედაგოგები მომხდარი ფაქტების გამო სკოლებში ზომების გამკაცრებას მოითხოვენ, ხოლო მოზარდების მიმართ, ოჯახებს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

,,რადგან ყველაფერი, მათ შორის, ეთიკაც სიტყვიერებას უკავშირდება, კარგი იყო მაღალ კლასებში ეთიკის საგნის არსებობა, მორალისა და ზნეობის შესახებ" - ამბობს მეჯვრისხევის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნათელა ვაზაგაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები