ახალი ამბები
ხილის წვენებზე შაქრიანობის აღმნიშვნელი ეტიკეტების გამოყენება სავალდებულო ხდება
თუ ხილის ნექტარში შაქარი ბუნებრივად არსებობს, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ინფორმაცია: „შაქრის გარეშე“ ან/და „დამატკბობელის გარეშე“ ან „შაქრის ბუნებრივი შემცველობით“. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ავრცელებს.

ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“, ან/და „100 %-იანი“ კი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს, მათ შორის, ასკორბინის მჟავას და წარმოდგენილია მხოლოდ ხილის წვენით და სხვ.

მთავრობამ, ხილის წვენის და სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ, რეგლამენტი დაამტკიცა და ეს ახალი დადგენილება ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა.

რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკომისიის ვალდებულებისა და CODEX ALIMENTARIUS-ის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

აღნიშნული რეგლამენტი მიზნად ისახავს ხილის წვენის, ხილის ნექტარის, ხილფაფის, ხილის კონცენტრირებული წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებაც, ასევე აკონკრეტებს მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები