ახალი ამბები
,,მაშა და დათვი" ევროპული ტურნედან გორს ერთი დღით ეწვევა
2018 წლის 15 იანვარს, გორში, კომბინატის კულტურის ცენტრში, ,,მაშა და დათვი" გრანდიოზულ საახალწლო შოუ-სპექტაკლის გამართავენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სპექტაკლის ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი თქმით, მულტფილმის, ,,მაშა და დათვის" გმირები სცენაზე გაცოცხლდებიან და პატარებს დაუვიწყარ დღეს აჩუქებენ.

,,ევროპული გასტროლის შემდეგ, სპექტაკლი მხოლოდ ერთი დღით ეწვევა გორს." - აცხადებს სპექტაკლის ორგანიზატორი.

ბილეთები გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სალაროებში იყიდება. სპექტაკლი გაიმართება 15 იანვარს კომბინატის კულტურის ცენტრში 14 და 16 საათზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598315135
Print

სტატიის გამოყენების პირობები