ახალი ამბები
,,ეს აქცია საზოგადოების ტესტი იქნება" - ახალი რეალობა გორთან

 

,,ამის დიდი უნარი შესწევს ბიძინა ივანიშვილს, ყველაფერი მასთან მიდის. ფაქტიურად, თუკი 80% ამას ითხოვს და ამას დაიჯერებს ბიძინა ბიძანიშვილი, აქედან გამომდინარე, მან უნდა თქვას, ემხრობა თუ არა ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები" - აღნიშნა მერაბ შათირიშვილმა. ის განმარტავს ვადამდელი არჩევნების გამართვის აუცილებლობას.

 

მწერალმა მერაბ შათირიშვილმა, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო 2012 წელს, აღნიშნული გზა ადრეც გამოიარა. კერძოდ, ამჟამად კოალიციის წევრების, ლუკა კურტანიძესთან და სოსო ჯაჭვლიანთან ერთად 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას აპროტესტებდა. ამ მიზნით ზემოხსენებულ პირებთან ერთად გელათიდან სამებამდე ფეხით მსვლელობაშიც მონაწილეობდა. ქუთაისიდან თბილისამდე მანძილი 220 კილომეტრია. 

 

წლევანდელი აქცია 2014 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და 23 სექტემბერს თბილისში დასრულდება. 15 სექტემბერს,  საზოგადოებრივმა მოძრაობამ ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართა აქცია, 
აქციის შემდეგ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი, (რომელშიც ქალბატონებიც იღებენ მონაწილეობას), დაიწყო ფეხით მსვლელობა ქუთაისიდან თბილისში.


7 დღიანი აქცია - მსვლელობა, სახელწოდებით „პარლამენტიდან პარლამენტამდე“, ქუთაისში დაიწყო და თბილისში, პარლამენტის წინ 23 სექტემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება. "ნუ შეგვეშინდება ქართველობის!" შემოგვიერთდით!"- ასეთია გზაზე გამართული შეხვედრების მთავარი გზავნილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები