ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი ირანულ კლუბთან ერთად მსოფლიო ჩემპიონები არიან
დღეს 8 დეკემბერს, ირანში დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თავისუფალი ჭიდაობაში, გამარჯვებული კი ირანული კლუბი "იზი პაიპ კაშანი" გახდა, რომელმაც ფინალში 6-4 დაამარცხა შარშანდელი გამარჯებული ამერიკის "ტიტან მერკური".

ირანულ კლუბს გადამწყვეტი გამარჯვება ქართველმა ლეგიონერმა გენო პეტრიაშვილმა მოუტანა, ვინც ნეკნის ტრამვის მიუხედავად მაინც იასპარეზა ფინალში და 6-5 დაამარცხა შარშანდელი ტრიუმფატორი ნიკ გვიაზდოვსკი.

მანამდე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა 7-0 მოუგო ალან ვოთერსს.

სტატიას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია აქვეყნებს.

ფინალური შეხვედრა "იზი პაიპმა" დამაჯერებლად დაიწყო ხინჩეგაშვილმა, ირანელებმა რეზა ატარიმ, ფარზად ხალილიმ და მოხამად ნადერიმ გუნდი 4-0 დააწინაურეს, თუმცა მომდევნო სამი გამარჯვება ამერიკელებმა მოიპოვეს და მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა 4-3, 92 კგ-ში ირანელმა ხოსეინ შახბაზიმ ნიკ ხეფლინა დაამარცხა და 5-3 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრაში კი ამერიკელების ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა კაილ სნაიდერმა დიდი ანგარიშით 10-0 დაამარცხა რუსი ლეგიონერი ვლადისლავ ბაიცაევი და ანგარიში კვლავ მინიმუმამდე შეამცირა 5-4, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ქართველმა მძიმეწონოსანმა დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ნიკ გვიაზდოსვკის და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს საკლუბო თასის გამარჯვებული.

ხინჩეგაშვილისათვის კი ეს ზედიზედ მესამე მოპოვებული მსოფლიოს თასია კლუბებს შორის, შეგახსენებთ რომ წინა წელს ოლიმპიურმა ჩემპიონმა სწორედ ამერიკული ტიტან მერკურის შემადგენლობაში მოიპოვა ეს ტიტული მეორედ, მანამდე კი ირანული რაზის შემადგენლობაში გაიმარჯვა.

ქართულმა კლუბმა "რაინდმა" 7-3 გაანადგურა ყაზახეთის "კელეჩუკი" და მსოფლიოს თასზე მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

გამარჯვებები ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ), ზაურ ბერაძემ (86 კგ), საბა ჩიხრაძემ (92 კგ), ზურაბ ახობაძემ (97 კგ) და ლევან გოგრიჭიანმა (125 კგ) მოიპოვეს.

შეჯიბრებაში სულ 10 ქვეყნის 13 კლუბი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებული გუნდი 25 000$-ს, მეორე ადგილოსანი 15 000$-ს, ბრინჯაოს მედალოსანი კლუბი კი 10 000$-ს მიიღებენ.

1. იზი პაიპი კაშანი (ირანი)
2. ტიტან მერკური (აშშ)
3. სეტარეგანი (ირანი)



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები