ახალი ამბები
კირბალთან რუსეთის სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი 39 წლის მამუკა სამხარაძე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თანასოფლელებმა აცნობეს.

თანასოფლელების ცნობით, ის ჯერ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ სოფელ ღრომში, რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიყვანეს, შემდეგ კი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ამჟამად, მის გასათავისუფლებლად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები