ახალი ამბები
სამეზობლო დავებზე მერიის წარმომადგენლებს მხარეების მორიგების უფლება მიეცათ
2017 წლის 8 დეკემბრიდან გორის მერის წარმომადგენლებს, სოფლებსა თუ ქალაქის უბნებში, სამეზობლო დავებზე მხარეთა მორიგების პირველადი ღონისძიებების გატარება დაევალათ.

ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მარლენ ნადირაძემ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა.

ახალი დადგენილების მიხედვით, მერის წარმომადგენელი რეაგირებს საერთო სარგებლობის საკითხებზე სამეზობლო დავებზე მხარეთა მორიგების პირველადი ღონისძიებების გასატარებლად.

მერის წარმომადგენელი - ეს არის მერიის სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მყოფი საჯარო მოსამსახურე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში,  რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

დებულებაში ცვლილებები უკვე შევიდა და საკანონმდებლო მაცნეში ატვირთულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები