ახალი ამბები
ცხინვალის მედიის ცნობით, სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მკვიდრი, სამხედრო მოსამსახურე ალიკა ხუგაევი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

ცხინვალის მედიის ცნობით, ალიკა ხუგაევის გარდაცვალების გარემოებები სამხედრო პროკურატურამ დაადგინა.

სამხედრო პროკურატურის ცნობით, 40-წლის მამაკაცმა თავის არეში ჭრილობა ,,კალაშნიკოვის" ავტომატით მიიყენა. ეს 10 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე მოხდა. მამაკაცი კვაისაში ცხოვრობდა.

ადგილობრივი სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ეკუთვნოდა სამხედრო ქვედანაყოფს.

,,იმ საღამოს ჯარისკაცმა თავისი პოსტი გადააბარა სხვას და წავიდა სახლში" - აღნიშნავს ცხინვალის სამხედრო პროკურატურის პრეს-სამსახური. ინციდენტის შესახებ, მილიციას სამხედრო მოსამსახურის მამამ აცნობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები