ახალი ამბები
გორში ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს, თეატრი კი - ,,ანტიგონეს" დადგამს
15 დეკემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლევან ბერძენიშვილი თემაზე: ,,ანტიკური თეატრი" ლექციას წაიკითხავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ახალი სპექტაკლისთვის მზადებას უკავშირდება.

,,იმ მიზეზით, რომ ერისთავის თეატრში ვაპირებთ ანტიგონე დავდგათ, ლევან ბერძენიშვილი სპეციალურად ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის, ლექციას თემაზე "ანტიკური თეატრი" წაიკითხავს გორში," - გვითხრა თეატრის წარმომადგენელმა.

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრა 1 საათზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები