ახალი ამბები
სკოლებში რესურსცენტრების ხელმძღვანელები ბულინგის თემაზე სემინარებს ატარებენ
საჯარო სკოლებში ბულინგის თემაზე რესურსენტრების წარმომადგენლებმა სემინარების ჩატარება დაიწყეს.

ამის თაობაზე სოფელ ოსიაურში საჯარო სკოლას ხაშურის საგანმანათლებლო რესურსების ხელმძღვანელი, ზვიად გოგუაძე ესტუმრა.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა, სემინარი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის გამართა.

,,ისაუბრა ძალადობის ფაქტებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ. ბატონმა ზვიადმა უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებსაც. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგებიც." - აცხადებენ სკოლაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები