ახალი ამბები
მეგობარი მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულის პროცესი დაიწყო

 

პროკურატურამ წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მიხედვით დაასრულა. 23 წლის ნინო ბ-შვილი პატიმრობაშია.

 

შემთხვევა 2014 წლის 3 აგვისტოს ქ. გორში კომბინატის დასახლებაში მოხდა. "ბრალდებულს სტუმრად ყავდა მეგობარი მამაკაცი ვასილ თ-შვილი, ისინი ნასვამები იყვნენ და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნინო ბ-შვილმა დანით მიაყენა ჭრილობა ვასილ თ-შვილს მუცლის და გულმკერდის არეში. "-ამბობს პროკურორი ია მეფარიშვილი.

 

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები