ახალი ამბები
კასპის მერია მანქანების გასარეცხად 3 ათას ლარს დახარჯავს
2018 წელს, კასპის მუნიციპალიტეტის მერია, მანქანების რეცხვისთვის 3 ათას ლარს დახარჯავს.

ამის თაობაზე ბიუჯეტიდან თანხა უკვე გაითვალისწინეს.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, ავტოსამრეცხაოს, სულ, 6 მანქანის გასარეცხად, გამოიყენებენ. თითო ტალონის ფასი 5 ლარი ღირს, ხოლო ტალონების რაოდენობა 350 ცალი იქნება.

მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებს შორის, 5 არის მაღალი გამავლობის მანქანა - ჯიპები და პიკაპები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები