ახალი ამბები
დევნილებს ჰოსპიტალში უფასოდ სამი დღის განმავლობაში მოემსახურებიან
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს სამხედრო ჰოსპიტალში უფასოდ მოემსახურებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამედიცინო გასინჯვები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აქციით სკრაში, ბერბუკში, კომბინატისა და ვერხვების დასახლებაში მცხოვრები 300-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ისარგებლებს.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 17 დეკემბერს დასრულდება, 60 წელს გადაცილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდებათ.

დღეს, პროგრამის განხორციელებას, გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი დაესწრო.

უფასო სამედიცინო აქციაზე დევნილი მოსახლეობის ტრანსპორტირების ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები