ახალი ამბები
,,ძირტკბილას" ექსპორტი შიდა ქართლიდან - ხილის შემდეგ

 

არსებული ინფორმაციით, კასპის რაიონიდან უკვე 17 ტონაზე მეტი ძირტკბილას ფესვია გატანილი. ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის"  მონაცემებით, ზოგიერთ ქვეყანაში ძირტკბილასგან დამზადებულ პრეპარატებს აქტიურად იყენებენ წყლისა და მინერალური ცვლის მოშლილობის სამკურნალოდ. ფლავონოიდების შემცველობის წყალობით ძირტკბილა ავლენს სპაზმის მომხსნელ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა კედლების გამამაგრებელ ეფექტს. ძირტკბილას აქვს საფაღარათო, ანტიჰემოროიდული (ბუასილის საწინააღმდეგო), შარდმდენი და ამოსახველებელი თვისებებიც. ჩინეთში ძირტკბილას ნაყენებითა და ნახარშებით მკურნალობენ კუჭის წყლულს, ბრონქიტს, შეკრულობას. მასვე, როგორც გარეგან საშუალებას, იყენებენ ეგზემის სამკურნალოდაც.
საფრანგეთში რევმატიზმის, ბრონქიტისა და ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ძირტკბილას ფესვების სიროპს. პოლონურ და ავსტრიულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ძირტკბილას ფესვები უებარია კუჭის სხვადასხვა დაავადების, ხველების დროს. გამოიყენება შარდმდენ საშუალებადაც.

 

პაატა თარაშვილის ინფორმაციით, კასპის რაიონიდან, ძირითადად, გერმანიაში გადის აღნიშნული მცენარის ფესვები.

 

რაც შეეხევა ხილს, სტატისტიკა ასეთია: 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით გატანილია 510 ტონა ვაშლი, 220 ტონა შინდი, 111 ტონა ატამი, 40 ტონა ქლიავი; 120 ტონა კომბოსტო.

 

,,კომბოსტოს ექსპორტი კიდევ გაიზრდება, რადგან მისი მოსავალი კვლავ ადრეა" - აღნიშნა თარაშვილმა. მისი თქმით, ხილის ექსპორტიორი ქვეყნებია რუსეთის, სომხეთი, აზერბაიჯანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები