ახალი ამბები
გორის მერიაში საახალწლო მორთულობის მიზნით ტენდერი 18 დეკემბერს გაიმართება
ქალაქ გორში, საახალწლო მორთულობის მიზნით, ტენდერი 18 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიებისგან წიდადებების მიღება, სწორედ, ამ დღეს მთავრდება. გამარჯვების შემთვევაში, კერძო ან იურიდიული პირი ვალდებულია სამუშაოები 25 დეკემბრამდე დაასრულოს. ტენდერი 5 დეკემბერსაა გამოცხადებული.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, საახალწლოდ, მხოლოდ, სტალინის გამზირი მოირთვება. ამ მიზნით, 22 ათასი ლარია გამოყოფილი.

სატენდერო სხდომის ოქმის მიხედვით, გათვალისწინებულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 22 მ სიმაღლის ნაძვის ხე დადგმა, ხოლო ქუჩაზე მანათობლების დამონტაჟება. კერძოდ:

ნაძვის ხე:

22 მეტრიანი ხელოვნური ნაძვისხის კარკასის მონტაჟი (კარკასის ძირის ბალასტით გამაგრებით) არსებული მასალით. კარკასზე ხელოვნური 1150 ცალი წიწვების შეკიდვა, არსებული მასალით; 200 ცალი ნაძვისხის დეკორატიული განათებისა და სათამაშოების მონტაჟი, 70 ცალი დეკორატიული ბანტით.

ქუჩები:

მანათობელი პალმების აღდგენა და მონტაჟი ცალი 10; მანათობელი ფარდის მოწყობა 6*3 მ. ცალი 10; ახალი საახალწლო განათება (სტრინგი ) 10 მეტრიანი ცალი 50; განათება (კონუსური ფარდა ) ცალი 12; სანათი საშუალებების ქსელთან მისაერთებელი სადენი გრძ.მ. 1500 ლითონის ბაგირი გრძ.მ. 200

იმიტირებული ნაძვის ხე შადრევანთან

15 მეტრიანი ხელოვნური ნაძვისხის ლითონის კარკასის მოწყობა (კარკასის ძირის ბალასტით გამაგრებით) კომპ. 1; ნაძვისხის კარკასზე დეკორატიული მანათობელი სადენების( სტრინგი) მონტაჟი გრძ.მ 3000; დეკორატიული ფარდები სტალინის გამზირზე, სულ 900 მ სიგრძის ლითონის გვარლის მონტაჟით, ასევე, ლითონის გვარლებზე 4400 მ სიგრძის დეკორატიული მანათობელ სადენებს (სტრინგი) მიამაგრებენ.







გამოყენებულია 2015 წლის ფოტოები
Print

სტატიის გამოყენების პირობები