ახალი ამბები
წმინდაწყალზე ,,ევროკრედიტის" კორპუსიდან სამშენებლო მასალებს იპარავდნენ
დღეს, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გვიან ღამით, წმინდაწყალზე, მშენებარე კორპუსიდან მათ სამშენებლო მასალები გაჰქონდათ.

სახაზინო ადვოკატის განცხადებით, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის, სოციალურად დაუცველის ინტერესებს იცავს, ზარალის ოდენობა ზუსტდება. ,,როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალად ედებათ ყუთებით ფილების ქურდობა". - აცხადებს ადვოკატი.

მისი განმარტებით, საქმეში არ იკვეთება პიროვნული დაინტერესება კომპანიის მიმართ: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ დანარჩენმა ორმა არ იცოდა, თუ სად და ვისი კუთვნილი მასალების წასაღებად მიჰყავდა." - განმარტავს ადვოკატი.

მშენებარე კორპუსი კომპანია ,,ევროკრედიტს" ეკუთვნის, რომლის წარმომადგენლებმა, ფინანსური პრობლემების გამო, მშენებლობის პროცესი თითქმის ერთი წელია შეაჩერეს. 

ის ადამიანები, რომლებმაც ბინების მისაღებად, თანხა წინასწარ გადაიხადეს, ამჯერად, ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ,,ევროკრედიტის" გაკოტრება მიზანმიმართულად მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები