ახალი ამბები
გორის მერიამ ეზოების საახალწლო მორთულობაზე კონკურსი გამოაცხადა
ორგანიზაცია ან კერძო პირი, რომელიც საკუთარ ეზოს საახალწლოდ საუკეთესოდ მორთავს, პრიზის სახით 500 ლარს მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის კულტურის სამსახურმა მიიღო. 

ადმინისტრაციის ცნობით, ნომინაციაში გათვალისწინებულია როგორც პირველი ადგილის მფლობელის, ასევე, მეორე და მესამე ადგილზე გასულების დაჯილდოებაც. დასახელდება - წლის ,,სიმპატიაც".

მეორე ადგილზე გასული მოქალაქე 300 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი - 200 ლარს. 

კონკურსის მიხედვით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კერძო პირებსაც, რომლებიც თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოს საახალწლოდ მორთავენ. შეთავაზება მიღებული აქვთ საწარმოებსაც და იურიდიულ ორგანიზაციებსაც. 

გორის მერიის კონკურსი ითვალისწინებს, როგორც ქალაქის, ასევე, სოფლებში არსებული ეზოების მორთულობასაც. პირველი დავალება ააიპ ,,ახალბაღის" ტერიტორიაზე უკვე შესრულდა.

რაც შეეხება გორის ცენტრალურ ქუჩას, ამის თაობაზე, ტენდერი 18 დეკემბერს გაიმართება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც სტალინის ქუჩის გალამაზებას უზრუნველყოფს, მათ შორის, უკვე არსებული ნაძვის ხის მორთვას, კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები