ახალი ამბები
გორში ბავშვებს ,,ბეშენაია ფჩოლკა" ,,ვკუსომ კარამელი" და სხვა რუსული კანფეტები დაურიგდება
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განვითარების ცენტრმა, საახალწლო ტკბილეულის შეძენასთან დაკავშირებით, შპს ,,21-ე საუკუნესთან" ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

კანფეტები და საახალწლო ქუდები, შობა ახალ-წელს, ქალაქ გორსა და გორის რაიონში მცხოვრებ ბავშვებისთვის დარიგდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება, ოფიციალური დოკუმენტის სახით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა.

12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კულტურისა და განვითარების ცენტრი, დაახლოებით 4,6 ათას ლარად ყიდულობს შემდეგი სახის პროდუქტებს:

კანფეტი ,,აზორიკა" - 33 კგ

კანფეტი ,,სო სლივოჩიმ ვკუსომ ი ვალფელნოი ვკროშომ" - 33 კგ

კანფეტი ,,პარკურ კარამელ ი ორეხ" - 32 კგ

კანფეტი ,,ბეშენაია ფჩოლკა" - 40 კგ

კანფეტი ,,ნოვი გულივერ" - 40 კგ

კანფეტი ,,მოტოფეიუშკა" - 45 კგ

კანფეტი ,,ლოლი პოპ ს იოგურტ, ვკუსამი" - 40 კგ და ა.შ.

აღნიშნული პროდუქტი, 12 დეკემბერს, გორის მერიის კულტურისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა უკვე ჩაიბარა, რაც დადასტურებულია მიღება ჩაბარების აქტით. პროდუქტი სასაჩუქრე პაკეტებით შობა-ახალი წლის ღონისძიებებზე დარიგდება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები