ახალი ამბები
ახალი საბავშვო ბაღის გახსნა დვანში

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორმა, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ნილ სკოტმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სიმონე ვოლკენმა სოფელ დვანში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.

 

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტბში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ევროკავშირის დაფინანსებით, შიდა ქართლში გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე მდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით  ზამთრის სამზადისისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელა. ერთ–ერთი მთავარი პროექტი , რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის შესრულებით განხორციელდა, თემისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კერძოდ, დვანის საბავშვო ბაღის აღდგენას; წყლის ჭების რეზერვუარებისა და კასპის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში წყლების მოწოდების სისტემების დამონტაჟებას  გულისხმობდა. ობიექტები შეირჩა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ, დროებითი სამთავრობო კომისიის დასტურით და მავთულხლართების აღმართვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვის მიზნით.

 



Print

სტატიის გამოყენების პირობები