ახალი ამბები
ქიწნისში საბჭოთა მაგნიტოფონის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ქიწნისში, ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლის ცნობით, დაკავებული სოციალურად დაუცველია.

სახაზინო ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა მას 90 ლარის ღირებულების ტექნიკის ქურდობას ედავება.

,,როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან დაკარგულია მაგნიტოფონი და ,,სიდი" დისკები. მაგნიტოფონი ძველია, კასეტებზე რომ ირთობოდა." - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატმა სასამართლოს დაკავებულის მიმართ გაცემული სამედიცინო დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვით, ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები