ახალი ამბები
გორის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია თემაზე ,,ილია და 21-ე საუკუნე" გაიმართა
,,ილია და 21-ე საუკუნე“ ამ სახელწოდებით გორის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა, სადაც მომხსენებლებმა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, ცხოვრება და მოღვაწეობა თანამედროვე ეპოქის კონტექსტში განიხილეს.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მწერალს უფრო სხვა კუთხიდან გაცნობოდნენ და წლების წინ დააზრევი და ნათქვამი ფრაზები დღევანდელ რეალობასთან დაეკავშირებინა.

მოხსენებები ძირითადად განათლების სისტემას, პრესის თავისუფლების და თანასწორობის საკითხებს ეხებოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო სკოლებში ჭავჭავაძის შემოქმედება ზედაპირულად იხილება და მოზარდს არ ეძლევა შესაძლებლობა გარკვეული საკითხები სიღრმისეულად შეისწავლოს და გააანალიზოს.

დისკუსია 2 საათს გაგრძელდა. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრებს პერიოდულად აწყობს. რამდენიმე დღის წინ დემოკრატიის სკოლის კურსდამტავრებულთა მონაწილეობით წიგნის ,,პოლიტიკა და დემოკრატია“ პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც ასევე თანამედროვე პოლიტიკურ-სოციალურ მდგომარეობასთან პარალელების გავლებით განიხილეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები