ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნიაში ნაძვის ხე ბიუჯეტის ფულით დადგეს
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საახალწლო ნაძვის ხე ბიუჯეტის ფულით იყიდეს. ამის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა.

ნაძვის ხის დადგმა საზეიმოდ პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს. ბიუჯეტიდან 400 ლარი დაჯდა.

გორის მერიის ბიუჯეტის მიხედვით, 400 ლარიანი დახმარება წელიწადში უკიდურესად გაჭირვებულებისთვისაც კი არაა გათვალისწინებული.

მაგალითად, 2018 წელს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა ადამიანი გორის ბიუჯეტიდან 100 ლარს ერთჯერადად მიიღებს. 24 ნოემბერს მიღებული დადგენილების მიხედვით, ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი" პირის სტატუსით რამდენიმე კატეგორიის მოქალაქე ისარგებლებს.

კერძოდ, კრიზისულ მდგომარეობაში შესაძლებელია იყოს პენსიონერი, ან არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ეს განმარტება ,,სოციალური დახმარების გაცემის წესის" შესახებ მე-15 მუხლშია გაკეთებულია:

,,მუხლი 15. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების, არასაპენსიო ასაკის მქონე შშმ პირებისთვის (ბენეფიციარებისთვის)ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს (ბენეფიციარებს, რომლებსაც არ ყავთ მარჩენალი: მეუღლე, მშობელი, შვილი და ა.შ). ამ მუხლით დახმარების მიმღებია: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი; ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი; გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი." - წერია დადგენილებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები