ახალი ამბები
ოჯახური ძალადობის ბრალდებით კასპში მამაკაცი დააკავეს
40-წლამდე მამაკაცს გორის სასამართლომ გუშინ 17 დეკემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა მიიღო. მამაკაცს პროკურატურამ ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით წაუყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურის მტკიცებით, კასპში, მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, დეიდას სცემა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები