ახალი ამბები
ხიდისთავში ,,ენერგო პრო ჯორჯია" გეგმიურ სამუშაოებს ასრულებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ელეტროსადენების გამოცვლა მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, სარემონტო სამუშაოების შესახებ, ღონისძიებები წინასწარ დაგეგმილი იყო და მოსახლეობა გააფრთხილეს.

,,გეგმიური სამუშაოები დღეს საღამოს 18 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ ვადამ გადაიწია ტექნიკური საკითხების გამო," - აცხადებენ ,,ენერგო პრო ჯორჯიაში".

სამუშაოების გამო დღეს ელექტრონერგია მთელ სოფელს არ მიეწოდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები