ახალი ამბები
გორის გუნდმა "ბენდელას თასისთვის" ბრძოლა გამარჯვებით დაიწყო
საფეხბურთო, 2006 წელს დაბადებულთა გუნდმა, "ბენდელას თასის" საერთაშორისო ტურნირის პირველ შეხვედრაში "ოლიმპიკი" დაამარცხა დიდი ანგარიშით 5-0.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბ ,,გორის" ადმინისტრაცია ავრცელებს.

"გორის" შემადგენლობაში, რომელსაც ბაჩო ცხადაძე და აკაკი ხოხობაშვილი წვრთნიან, თამაშობენ: ათუკა სართანია; საბა ელიაშვილი; ნიკოლოზ მდინარიძე; ზუკა გუგუტიშვილი; გიორგი ოდიკაძე; შოთა დანელიანი; ლუკა იოსებიძე; ლუკა კაპანაძე; ნიკოლოზ ადუაშვილი.

გოლები: ადუაშვილი 1; იოსებიძე 2; დანელიანი - 2

"ბენდელას თასი" - 18-24 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება და აფხაზეთში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება. მონაწილეობს 16 გუნდი, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები