ახალი ამბები
ხაშურში სოციალურად დაუცველებს საახალწლოდ 50 ლარის ღირებულების პროდუქტს დაურიგებენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ სოციალურად დაუცველებს საჩუქრებს გაუგზავნის. ამის თაობაზე ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო.

სასურსათო პაკეტი 300 ადამიანზეა გათვლილი.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, თითო ოჯახი შემდეგი სახის პროდუქტებს მიიღებს:

10 კგ ფქვილი, 3 კგ შაქარი, 5 ლიტი ზეთი, 3 ცალი შედედებული რძე, 30 ცალი კვერცხი და 1 - შოკოლადი.

სურსათს სოციალურად დაუცველებს მერი ან მისი წარმომადგენლები მიუტანენ. ნობათი შობას დარიგდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები