ახალი ამბები
"გრძნობების დამლაგებელი" - გორის არტჰაუსში მარიამ შაქარაშვილმა პერფორმანსი მოაწყო
ქ. გორის არტჰაუსის შენობაში გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მხარდაჭერით მოეწყო მარიამ შაქარაშვილის პერფორმანსი "გრძნობების დამლაგებელი".

"გრძნობების დამლაგებელი"
გრძნობები სინამდვილის ასახვის ფორმაა. ისინი ასახავენ ერთმანეთთან, აგრეთვე ობიექტურ სამყაროსთან ადამიანის დამოკიდებულებას. მატერიალურ სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ავწონოთ საგანი, ნივთი ან რაიმე ფასეულობის მქონე ობიექტი, გრძნობები კი აუწონავია..

თუმცა, დღევანდელი სამყაროს სიცივისა და მატერიებზე მიჯაჭულობიდან გამომდინარე, შეგრძნებებსაც მიენიჭათ თავიანთი ზომა, წონა და თუნდაც სტატუსი. ჩვენ არ შეგვიძლია ისინი დავყოთ ერთმანეთისგან, რადგან დადებითი და უარყოფითი ტონი ურთიერთშემაკავშირებელია.

ჩვენ დღეს წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ჯანსაღი ურთიერთობების დეფიციტია, სადაც ერთმანეთს ქცევებს, სიტყვებსა და მიმიკებს ვუკონტროლებთ, სადაც დახარჯული ემოციების გაზომვა დავიწყეთ, სადაც ანგარება და სარგებელი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე გულწრფელი ემოციები...




იხ.. ამავე თემაზე: გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები