ახალი ამბები
ერგნეთში 83-ე შეხვედრა მიმდინარეობს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთთან დღეს 83-ე შეხვედრა იმართება. მზადების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისმა ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

ადმინისტრაციულ ზოლში სპეციალურად მოწყობილ კარავში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

დღის წესრიგის მიხედვით, მხარეები ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამყოფ ხაზთან დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მწვანე ბანერებისა და მავთულხლართების არსებობას კვლავაც გააპროტესტებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები