ახალი ამბები
ცხინვალში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს მუშაობის უფლება
საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ცხინვალში კიდევ ერთი წლით მუშაობის უფლება მისცეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო. არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, ცხინვალის მოქალაქეებს კვლავაც ჭირდებათ საერთაშორისო ორგანიზაციისგან დახმარება.

მთავრობის იდეას დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმაც დაუჭირა მხარი. მისი ინიციატივით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მომუშავე, ცხინვალელ მოქალაქეებს საპენსიო სტაჟი მიენიჭება.

ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაციაში 45 ადგილობრივი მოქალაქე მუშაობს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, თავისი წარმომადგენლობა ცხინვალში, 2004 წლიდან ჰყავს. ამ ხნის განმავლობაში, ორგანიზაციის წევრები ჰუმანიტარულ საკითხებზე (პაციენტების მკურნალობა, ნათესავების მონახულება ა.შ.) აქტიურად მუშაობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები