ახალი ამბები
ქარელის კულტურის ცენტრში საახალწლო ღონისძიებების გამართვა დაიწყო
ქარელში საახალწლოდ სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა იგეგმება. გრაფიკი, 20 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით, უკვე გაიწერა.

მაგალითად დღეს, ქარელის კულტურის ცენტრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას აგარის, ქარელისა და რუისის ხელოვნების სკოლების წარმომადგენლები იღებენ.

21-22-25 დეკემბერს ქარელის კულტურის ცენტრში მოხისის, ცერონისის, ქარელის პირველი და მეორე, აგარის, ბებნისის, ბრეთის და რუისის მეორე საჯარო სკოლებიის მოსწავლეების მონაწილეობით, დაგეგმილია კონკურსი ,,ქართული ხალხური ზღაპრები".

29 დეკემბერს 14 საათზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების წევრები საბავშვო სპექტაკლს ,,ტყის ზღაპარს" დადგამენ.

30 დეკემბერს საესტრადო კონცერტი, მხიარული ნომრებით, გაიმართება. 31 დეკემბერს კი, კონცერტი მერიის წინ, 10 საათიდან დაიწყება.

და ბოლოს, 12 იანვარს, ქარელის კულტურის ცენტრში საბავშვო სპექტაკლს ,,მამალი და კატა" წარმოადგენენ..
Print

სტატიის გამოყენების პირობები